Sesilia takaishvili biography of williams

ფრაგმენტი ფილმიდან „სესილია თაყაიშვილი“

უკან დაბრუნება

რეჟისორი თემურ ბაქრაძე. საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია. წელი.

სესილია თაყაიშვილი წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.

 

მამა - დიმიტრი თაყაიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილის ბიძაშვილი იყო. იგი თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე გახლდათ, თავადაც წერდა იუმორისტულ ლექსებს.

 

დედა - მარიამ ბერეჟიანი-თაყაიშვილი.

 

სესილია პირველი როლი 7 წლისას უთამაშია. შალვა დადიანის "მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა იგი საშინაო წარმოდგენაში; "ყვავილთა შორის" ათამაშა. სესილიამ სპექტაკლში ყვავილისა და ანგელოზის როლები განასახიერა. ასე დაიწყო მისი თეატრალური ცხოვრება.

 

საშინაო წარმოდგენას მოჰყვა ბენეფისი, რომელიც წლის 6 თებერვალს გაიმართა ბათუმის თეატრში. წარმოდგენაში დანარჩენ ექვს ბავშვთან ერთად პატარა სესილია ანგელოზს განასახიერებდა. დარბაზში შუქი ჩაქრა, ხმაური მიწყდა და საცაა ფარდა უნდა გახსნილიყო. არაჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, იმდროინდელი ბათუმის თეატრის ძლივს შეკოწიწებული დეკორაციაც ზღაპრულ სამყაროდ გადაიქცა და მღელვარებამ ხელ-ფეხი შემიკრა, - იგონებდა შემდეგში სესილია.

 

წელს თაყაიშვილების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. წლიდან სესილია ჯერ ქალთა ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ - ქალთა პირველ გიმნაზიაში. წლებში; სესილია სწავლობდა თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ვასო გოძიაშვილი. ვასომ და სესილიამ 6 წელი იცხოვრეს ერთად და ერთი ვაჟი - დავითი - შეეძინათ.

 

აკაკი ფაღავას სტუდიის დამთავრებისთანავე სესილია რუსთაველის თეატრის დასის წევრი გახდა. მისი პირველი როლი ამ თეატრში ჯადოქარი ფატიმა იყო (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა „მზეთამზე“). წელს სესილიამ რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა. ის ქმნიდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის რთულ პერსონაჟებს. სესილია თაყაიშვილმა თეატრში მდე როლი განასახიერა. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაშიც, სადაც წლიდან მოღვაწეობდა და ზე მეტ ფილმში ითამაშა.

 

წელს - საქართველოს, ხოლო წელს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო.

 

სესილია თაყაიშვილი წელს გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრებმა დაკრძალვამდე მსახიობის ანდერძი იპოვნეს დედის ფოტოსთან: ,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

ფრაგმენტი სესილია თაყაიშვილის ტელეინტერვიუდან, წელი. წამყვანი: ლ. ფოფხაძე





სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი და მათი შვილი დავითი.


Sesilia Takaishvili, Vaso Godziashvili and their son David.


„მოკლე ბიოგრაფია!

დავიბადე წელს წ. ბათუმში. მამა იყო მოსამსახურე. წელს გადმოვსახლდით ტბილისში. წელს ვიყავი მიღებული სახელმწიფო ხარჯზე ქალთა ინსტიტუტში, შემდეგ გადავედი პირველ ქალთა გიმნაზიაში. დავასრულე წ. წელს შევედი სათეატრო ინსტიტუტში ფაღავას ხელმძღვანელობით. დავამთავრე წელს. მიღებული ვიყავი რუსთაველის თეატრში მსახიობად. იქ დავყავი წლამდე, შემდეგ გადავედი მარჯანიშვილის სახეობის თეატრში, სადაც ვიმყოფები ამჟამად მსახიობად.


5/II 37 წ.

ს. თაყაიშვილი"

სესილია თაყაიშვილი შვილიშვილებთან, ნატო და მანანა გოძიაშვილებთან, ერთად


სესილია თაყაიშვილის საოჯახო ფოტოალბომიდან


Sesilia Takaishvili with grandchildren – Nato and Manana Godziashvili


From the family album past it Sesilia Takaishvili

ფრაგმენტი სპექტაკლ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ აუდიოჩანაწერიდან, წელი

გამორჩეულია სესილია თაყაიშვილის კინოროლები. პირველი მხატვრული ფილმი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, წელს გადაღებული მხატვრულ ფილმი „ჭირვეული მეზობლებია“. 39 წლის განმავლობაში სესილია კიდევ 39 ფილმში გადაიღეს.  მათ შორისაა: „ჩვენი ეზო“, „საბუდარელი ჭაბუკი“, „მანანა“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯარებელი ამბავი“ და სხვ.  

მხატვრული ფილმი „აბეზარა“, წელი

მხატვრული ფილმი „საბუდარელი ჭაბუკი“, წელი

მხატვრული ფილმი „ქალაქი ანარა“, წელი

მხატვრული ფილმი „ესკულაპეს მოწაფე“, წელი

სატელევიზიო სერიალი „დათა თუთაშხია“, წელი

ელდარ შენგელაიას მოგონება:

„ცისფერი მთების“ სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე უკვე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.

– დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…

– ყველაფერი დამთავრდა, არანაირ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი:

– იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხო, – მომახალა.
ფარ-ხმალი არ დავყარე და როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე:
– კითხვა ხომ არ დაგიწყიათ-მეთქი?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი. იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მითხრა.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხართ-მეთქი? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.

- მეც მაქანავებსო, - შემომჩივლა. ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:

– კარგი, მაგრამ იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.

გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…“